25 აპრილი 2024,   04:20
ვრცლად
მთავრობის ახალი შემადგენლობის დასამტკიცებლად პრეზიდენტმა პარლამენტს მიმართა

განახლებული სამთავრობო გუნდი, რომელსაც მმართველი გუნდის წვერებიც კი არ იცნობენ, პარლამენტმა უახლოეს დღეებში უნდა დაამტკიცოს.

ახალი შემადგენლობა პარლამენტს საქართველოს პრეზიდენტმა დასამტკიცებლად ოფიციალურად უკვე გადაუგზავნა.

„საქართველოს კონსტიტუციის 811-ე მუხლის შესაბამისად წარმოდგიდგენთ საქართველოს მთავრობის შემადგენლობას“-წერია პრეზიდენტის განკარგულებაში.

მთავრობის ახალი შემადგენლობა პრემიერმა დღეს წარადგინა. მამუკა ბახტაძის რჩეულები ეკონომიკური ბლოკის მინისტრები არიან, რომლებმაც მცირე მთავრობის კონცეფციის შესრულება უნდა უზრუნველყონ.

მამუკა ბახტაძის გადაწვეტილებით, ეკონომიკის მინისტრის პოსტს გიორგი ქობულია დაიკავებს, ფინანსთა მინისტრად ვანო მაჭავარიანია წარდგენილი, მიხეილ ბატიაშვილი კი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პოსტზე დასახელდა.

პრემიერის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს დავით ზალკალიანი შეინარჩუნებს. 

დღის ამბები