04 მაისი 2024,   10:28
ვრცლად
ბახტაძემ აბსოლუტურად განსხვავებული განცხადებები გააკეთა, მინდა მჯეროდეს, რომ ეს არ არის კვირიკაშვილზე ხელის შეწმენდის პროცესი," - პროფკავშირები

მეშახტეები პროფკავშირებთან ერთად აქციის გამართვისთვის ემზადებიან. ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ გაფორმდეს ხელშეკრულება, რათა შახტის დახურვის შემდეგ მათ ხელფასის მიღების გარანტიები ქონდეთ. მეშახტეები გამოძიების მიმართ სკეპტიკურად არიან განწყობილი, თუმცა მიესალმებიან პრემიერის ინიციატივას შახტების დახურვასთან დაკავშირებით და იმედოვნებენ, რომ ხელისუფლება დანაპირებს ამჯერად მაინც ბოლომდე შეასრულებს.

"ჩვენ გვინდა ვუთხრათ ხელისუფლებასაც და კომპანიასაც, რომ თუ მსგავსი, ამ მიმართულებით წავალთ და შახტები უნდა გაჩერდეს და ამ ადამიანებს გადაეხადოს ხელფასი, გაფორმდეს გარკვეული წერილობითი ხელშეკრულებები. ბახტაძემ აბსოლუტურად განსხვავებული განცხადებები გააკეთა, ღრმად მინდა მჯეროდეს, რომ ეს არ არის კვირიკაშვილზე ხელის შეწმენდის პროცესი,"-აცხადებს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე თამაზ დოლაბერიძე.

დღის ამბები