04 მაისი 2024,   20:55
ვრცლად
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს 7 მოადგილე ჰყავს

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს 7 მოადგილე ჰყავს.

მიხეილ ბატიაშვილმა ეს გადაწყვეტილება იმ ფონზე მიიღო, როდესაც ე.წ მცირე მთავრობის ფარგლებში მიმდინარე რეორგანიზაციის ფონზე განათლების სამინისტროში შტატების შემცირება დაანონსეს.

კოლეგა მინისტრის 7 მოადგილის დანიშვნას გამოეხმაურა თეა წულუკიანი.

იუსტიციის მინისტრი არ გამორიცხავს, რომ ბატიაშვილს ნამდვილად სჭირდებოდეს ამდენი მოადგილე, რადგან უწყების ფუნქციები გაიზარდა.

წულუკიანი ყველას გონივრული გადაწყვეტილებების მიღებისკენ მოუწოდებს.

„სისტემა, რომელიც გაუერთიანდა და არის ბატონი ბატიაშვილის ხელმძღვანელობის ქვეშ, არის გაცილებით უფრო დიდი, გაცილებით უფრო მასშტაბური და კომპლექსური ვიდრე დღევანდელი ახალი იუსტიციის სამინისტრო. შესაბამისად მინისტრის გადასაწყვეტი უნდა იყო, რომ შესთავაზოს პრემიერს ჰყავდეს იმდენი მოადგილე, რამდენიც მას დაეხმარება სამინისტროს მართვაში. გონივრულობის ფარგლებში, რასაც მცირე მთავრობის კონცეფცია მოგვიწოდებს,“-განაცხადა თეა წულუკიანმა.

დღის ამბები