18 მაისი 2024,   09:52
ვრცლად
კოსოვო ერთნაირსქესიანი წყვილების ქორწინების დაკანონებას გეგმავს - აცხადებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი

კოსოვოს მთავრობა გეგმავს ერნაირსქესიანი წყვილების ქორწინების შემოღებას მაისში - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ალბინ კურტიმ.

Euroactiv-ის ინფორმაციით, ეს არის ქვეყნის ძალისხმევის ნაწილია ევროპის საბჭოში გაწევრიანების მიზნით.

ამჟამად მონტენეგრო დასავლეთ ბალკანეთის ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ნებას რთავს ერთნაირსქესიანი წყვილების სამოქალაქო გაერთიანებებს.

კოსოვოში მსგავსი კანონის შემოღების წინა მცდელობა პარლამენტში 2022 წელს კენჭისყრით იქნა უარყოფილი.

"კოსოვო მიზნად ისახავს მალე გახდეს მეორე ქვეყანა დასავლეთ ბალკანეთში (...), რომელიც თავის მოქალაქეებს შესთავაზებს ერთნაირსქესიანთა სამოქალაქო გაერთიანებების უფლებას. ჩვენ ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ეს უახლოეს მომავალში გავიაროთ“, - განაცხადა კურტიმ.

ასევე, როგორც პრემიერ-მინისტრმა ალბინ კურტიმ  განაცხადა, 2022 წლისგან განსხვავებით, მაისში დაგეგმილ კენჭისყრასთან დაკავშირებით, მას საკითხზე თავისი პარტიის დეპუტატების უმეტესობის მხარდაჭერა აქვს. 

დღის ამბები