03 მაისი 2024,   04:12
ვრცლად
ტყიბულში მეშახტეების აქციას გაერთიანებული პროფკავშირები შეუერთდნენ

ტყიბულში ქალაქის ცენტრში მეშახტეების აქცია მიმდინარეობს. საპროტესტო აქციას გაერთიანებული პროფკავშირები შეუერთდნენ. 

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე თამაზ დოლაბერიძე ამბობს, რომ აუცილებელია შახტების დროებითი კონსერვაცია და მეშახტეებს ანაზღაურება სრულად გადაეცეთ. 

„პროფკავშირები ითხოვს, დროებით დაკონსერვდეს შახტები, დაკონსერვების პერიოდში მეშახტეებს აუნაზღაურდეს ბოლო თეთრამდე ანაზღაურება და მოხდეს საფუძვლიანი შესწავლა იმისა, თუ რა უნდა გაკეთდეს შახტაში, რომ ტყიბულში ჩვენ აღარ გვქონდეს ტრაგედია,“ - განაცხადა თამაზ დოლაბერიძემ.

დასაქმებულები კომპანიის გენერალურ დირექტორს უნდობლობას უცხადებენ და ჯამბულ ჯაყელის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვენ. მათი თქმით, ადმინისტრაციაში ამ დრომდე მუშაობენ კადრები, რომელთა გათავისუფლებასაც აქციის მონაწილეები ითხოვდნენ. 

უცვლელი რჩება მათი მოთხოვნები ჩაერთოს მოლაპარაკებაში პრემიერი და ოფიციალური დოკუმენტით დაუდასტუროს დასაქმებულებს შახტის აღდგენამდე ანაზღაურების მიღება. შეკრებილები აქციაზე სხვადასხვა რეგიონების საწარმოებში დასაქმებულებსაც ელოდებიან.

დღის ამბები