02 მაისი 2024,   16:30
ვრცლად
"ქართული ოცნებიდან" გარიცხული დავით ჭიჭინაძე აშშ-ის საელჩოში, პოლიტიკურ მდივანს შეხვდა

"ქართული ოცნებიდან" გარიცხული დავით ჭიჭინაძე აშშ-ის საელჩოში, პოლიტიკურ მდივანს შეხვდა. მთავარი საკითხები სწორედ მისი პარტიიდან გარიცხვასა და პოლიტიკურ მოვლენებს უკავშირდებოდა. ჭიჭინაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია რომ პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს ზუსტი ინფორმაცია ჰქონდეთ ყველა აქტუალურ საკითხზე. არ არის გამორიცხული უახლოეს მომავალში საელჩოში შეხვედრები "ქართული ოცნების" ცალკეულმა წევრებმაც გამართონ.

"ეს არ არის ვთქვათ რაღაც ისეთი დაუძლეველი პრობლემა, დაკვირვების ქვეშ იმყოფება ეს პროცესი  და ისინი ალბათ დააკვირდებიან,"-აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

დღის ამბები