04 მაისი 2024,   02:35
ვრცლად
ტიციანიდან ნიცშემდე - ოპოზიცია ივანიშვილის განცხადებებს ცინიკურს უწოდებს

საპარლამენტო ოპოზიციაში ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ ყოფილი პრემიერი და პარტიის ლიდერი ხელის შეწმენდას ყოფილ მაღალჩინოსნებზე ცდილობს.

"ნაციონალური მოძრაობის"ერთ-ერთი ლიდერი კი აცხადებს, რომ ამ მოქმედებით ივანიშვილის სხვა თანაგუნდელებსაც აფრთხილებს, რომ მათაც შეწინააღმდეგების შემთხვევაში ისევე გაწირავს როგორც კვირიკაშვილსა და ქუმსიშვილის.

"უნდა განტევების ვაცის მოძებნა. ერთის მხრივ, რათა მოსახლეობას კვლავ შეაყარონ თვალში ნაცარი და მეორე ამით პოლიტიკურ მიზანსაც აღწევს. უნდა დააშინოს ნებისმიერი ადამიანი, ვინც ოდნავ შეწინააღმდეგებას გაბედავს. დავინახეთ მონოლოგი, რომელსაც შეგვიძლია ვუწოდოთ ტიციან ტაბიძიდან ნიცშემდე.

"ტიციანი ამბობდა - მე არ ვწერ ლექსებს ლექსი თვითონ მწერსო. ბატონი ბიძინა ამბობს, მე არ ვმართავ ქვეყანას ქვეყანა მმართავსო, მე უნდა მივიღო ენერგია, რომ მერე ვმართო ეს ჭია-ღუები, რომ ამათ ქვეყანა მარათონო. რაც შეეხება დიდი კაცისა და პატარა კაცის თემას, ეს უკვე ნიცშეა ზეკაცი, ჭანჭიკები და გამოჩნდა მთლიანობაში რომ ჭანჭიკებს მოუწოდა, რომ ამით კარგად დაიცვან იგი საზოგადოებისა და ოპოზიციის კრიტიკისაგან,“-აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი აბესაძე ივანიშვილის ინტერვიუს ცინიკურს უწოდებს და აცხადებს, რომ ივანიშვილი პასუხისმგებლობის სრულად მოხსნას და ყოფილ მინისტრებზე გადაბრალებას ცდილობს.

„კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ის არის ამ გუნდის რეალური ხელმძღვანელი, ის გეგმავს და ახორციელებს „რეფორმებს“ ქვეყანაში, რომელის შედეგიც არის მოსახლეობის სიღარიბე, მაგრამ მას არ სურს ეს პასუხისმგებლობა აიღოს, მას სურს ეს ყველაფერი გადააბრალოს ერთ-ორ მინისტრს, რაც ისედაც მძიმე რეალობას კიდევ უფრო ამძიმებს“-აცხადებს ირაკლი აბესაძე.

დღის ამბები