საგზაო დეპარტამენტი ხელმძღვანელის განცხადებას ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ეხმაურებიან. ისინი პროკურატურას და აჭარის მთავრობას მოუწოდებენ გამოიძიონ ბიძინა ივანიშვილის ხეების გადატანის გამო გაკეთებული გზების საქმე.
ოპოზიციურ პარტიაში აცხადებენ, რომ სასოფლო გზები სწორედ იმ სოფლებში გაკეთდა, საიდანაც ბიძინა ივანიშვილი აჭარიდან ხეების ტრანსპორტირებას ახორციელებს და ეს თანხები ბიუჯეტიდან იხარჯება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი „შაბათის კურიერში“ მომზადებულ რეპორტაჟს საგანგებო პრესკონფერენციით გამოეხმაურა. ირაკლი ქარსელაძე უარყოფს ინფორმაციას, რომ გზების გაფართოება ბიძინა ივანიშვილის ხეების გადასატანად ბიუჯეტის ფულით ხდებოდა.