21 დეკემბერი 2024,   20:46
ვრცლად
გაგვარკვიოს აპირებს თუ არა თვითონ კენჭისყრას - საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტს არჩევნების თარიღის დასახელებას სთხოვს

გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნების თარიღს სავარაუდოდ, კვირის ბოლოს დაასახელებს.

„ქართულ ოცნებაში“ დარწმუნებულები არიან, რომ მარგველაშვილი არჩევნების დღის დასახლებას შეგნებულად აჭიანურებს, რადგან ჯერ არ იცის, მიიღებს თუ არა თავად მონაწილეობას.

რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებას კანდიდატთან დაკავშირებით - საბოლოო გადაწყვეტილებას მმართველი გუნდი პოლიტსაბჭოს ფორმატში მიმდინარე კვირას მიიღებს.

„თარიღის დასახელება რა საკვირველია საჭიროა, რაც შეიძლება მალე. საჭიროა ასევე თავისი ხარჯების შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა - რაც შეიძლება მალე, საჭიროა კიდევ გაგვარკვიოს, აპირებს თუ არა თვითონ კენჭისყრას იმიტომ რომ ეს ეჭვები, რომ იმიტომ არ სახელდება თარიღი რომ მას აქვს რაღაც თავისი ჩანაფიქრი, უნდა მოიხსნას“-აცხადებსპარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი გიორგი ვოლსკი.

დღის ამბები