21 დეკემბერი 2024,   21:21
ვრცლად
100 ლარიანი ჯარიმა - სასამართლომ ბექა წიქარიშვილი წვრილმანი ხულიგნობისთვის დააჯარიმა 

საქალაქო სასამართლომ "თეთრი ხმაურის მოძრაობის" წევრი, ბექა წიქარიშვილი 100 ლარით დააჯარიმა. საქმე წვრილმანი ხულიგნობისთვის წაყენებულ ბრალს ეხება. 

სასამართლომ ბექა წიქარიშვილი პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ნაწილში გაამართლა.

თბილისის საქალაქო სასამართლო 12 მაისის ღამეს „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წევრის, ბექა წიქარიშვილის დაკავების ფაქტზე მიმდინარე ადმინისტრაციულ დავას განიხილავდა.

წიქარიშვილს ბრალი ადმინისტრაციული სამართლის კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით ჰქონდა წაყენებული, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელის მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

დღის ამბები