პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი, რევაზ არველაძე მომხრეა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველმა გუნდმა საკუთარი კანდიდატი დაასახელოს.
რევაზ არველაძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ თავისი კანდიდატი უნდა ჰყავდეს. დეპუტატი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ მმართველი გუნდი საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭერს, მაშინ მას ფინანსურად არ უნდა დაეხმაროს.
ამ დრომდე უცნობია, რა ფორმით მიიღებს „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას. თუმცა, დღეს მმართველი პარტიის წევრები ღიად აფიქსირებდნენ პოზიციას, რომ თუ სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი, ის პირველივე ტურში გაიმარჯვებს.
საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების თარიღი საქართველოს პრეზიდენტს კვლავ არ დაუსახელებია. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ მარგველაშვილი თარიღს კვირის ბოლომდე დაასახელებს.
ამაზე კი მმართველ გუნდში ამბობენ, რომ პრეზიდენტი არჩევნების დღის დასახლებას შეგნებულად აჭიანურებს, რადგან ჯერ არ იცის, მიიღებს თუ არა თავად მონაწილეობას.