21 დეკემბერი 2024,   20:44
ვრცლად
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ახალმა თავმჯდომარემ მთავრობის პირველი სხდომა დახურა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ახალმა თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის პირველი სხდომა დახურა.

სხდომის დასაწყისში მხოლოდ ოპერატორებს რამდენიმე კადრის გადაღების საშუალება მიეცათ.

პრესსამსახურმა სხდომის დახურვის ერთ-ერთ მიზეზად დარბაზის სივიწროვე დაასახელა. მთავრობის თავმჯდომარის განმარტებით კი, იგი რეგლამენტის შესაბამისად მოქმედებს და მან ათი წლის წინ ლევან ვარშალომიძის მიერ მიღებული რეგლამენტი აამოქმედა.

თორნიკე რიჟვაძე განმარტავს, რომ მთავრობის სხდომა სამუშაო რეჟიმში მიმდინარეობს და იქ განხილული საკითხები მთავრობის ვებ-გვერდზე დაიდება.

დღის ამბები