დავით უსუფაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში ერთვება.
ამის შესახებ განცხადება პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ თავად გააკეთა და ივარაუდა, რომ მას თავისუფალი დემოკრატებისა და სხვა პარტიების მხარდაჭერაც ექნება.
საპრეზიდენტო მარათონში შესაძლოა, ალეკო ელისაშვილიც ჩაერთოს. თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ამ დრომდე მედიასთან არ ჩნდება და საკუთარ გეგმებზე თავად არ საუბრობს.
ბოლო პერიოდის წინასაარჩევნო კვლევებით იზრდება იმ ამომრჩევლების რაოდენობა, რომლებსაც გადაწყვეტილი არა აქვთ, ვის მისცემენ ხმას. ამიტომ სპეციალისტები ამბობენ, რომ ყველაზე მთავარია, ახალმა კანდიდატებმა სწორედ ამ სეგმენტზე იმუშაონ იმიტომ, რომ მთავარ პოლიტიკურ ძალებს უკვე აღარ აქვთ რესურსი, ნეიტრალური ამომრჩეველი მოხიბლონ.
სპეციალისტები ვარაუდობენ იმასაც, რომ გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო მარათონში ჩართვის შემთხვევაში, მეორე ტურის ალბათობა გაიზრდება.
ამ დრომდე უცნობია არჩევნების თარიღი. გიორგი მარგველაშვილს არც ის დაუკონკრეტებია, აპირებს თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას.