04 მაისი 2024,   00:44
ვრცლად
საგამოძიებო კომისიაზე "ქართული ოცნება" დღეს ალტერნატიულ დასკვნას წარმოადგენს

ხორავს ქუჩაზე მომხდარი ახალგაზრდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დღეს მმართველი პარტიის ალტერნატიულ დოკუმენტზე იმსჯელებენ.   

ალტერნატიულ დასკვნას ქართული ოცნების წევრები წარმოადგენენ, რომლებიც ბოლო ორ სხდომას პროტესტის ნიშნად არ დასწრებიან.

კომისიის უმრავლესობამ კი, რომელსაც ევროპული საქართველ წარმოადგენს, უკვე გამოაქვეყნა შუალედური დასკვნა.

დოკუმენტი ახალ და სკანდალურ გარემოებებს შეიცავს.

ავტორების შეფასებით, გამოძიების პროცესში გამოკვეთილი დარღვევები საკმაოდ მძიმეა.

კომისიამ მუშაობა 5 სექტემბერს უნდა დაასრულოს. ბოლო სხდომაზევე იმსჯელებენ რეკომენდაციებსა და კონკრეტულ პირთა შესაძლო პასუხისმგებლობაზეც.

დღის ამბები