03 მაისი 2024,   13:03
ვრცლად
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

უმაღლესი სასწავლებლის იურისტებმა უკვე დაიწყეს იმ სარჩელზე მუშაობა, რომელსაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან არსებულ სააპელაციო საბჭოში უახლოეს დღეებში წარადგენენ.

საბჭოს შეუძლია, გაიზიაროს ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ან ეს საკითხი ისევ დაუბრუნოს განსახილველად.

ავტორიზაციის საბჭომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ახალი სტუდენტების მიღება 1 წლით შეუზღუდა. მიზეზად სახელმწიფოს მიმართ უნივერსიტეტის დავალიანება დასახელდა.

დღის ამბები