21 დეკემბერი 2024,   20:46
ვრცლად
ერთადერთი ვისაც, პოლიტიკური სარგებელი შეიძლება ჰქონდეს რუსი ჟურნალისტების ჩამოსვლიდან, არის ენმ - გია ვოლსკი

თბილისში მიმდინარე რუსულ მედიაფორუმს, რომელიც კრემლის მიერ არის დაფინანსებული, უკვე პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა.

”ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ვლადიმერ პუტინის დაფინანსებულ მედიაფორუმის თბილისში გამართვა საფრთხის შემცველი არ არის.

ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ქუთაისში განაცხადა, სადაც ამ წუთებში პარლამენტის სხდომა იწყება.

"რუსეთის ხელისუფლების დაფინანსებულია ყველა ფონდი, რომელიც არსებობს და მით უმეტეს ასეთ პოლიტიკურად ანგაჟირებულ ჟურნალისტებს აფინანსებს, მაგრამ არ მგონია, რომ მათ რაიმე რესურსი გააჩნია, რათა ჩვენს საზოგადოებას ტვინი გამოურეცხონ და სხვანაირად აფიქრებინონ ან რაიმე სიახლეს წარმოადგენს მათი პოზიცია. ერთადერთი ვისაც, რაიმე პოლიტიკური სარგებელი შეიძლება ჰქონდეს ამ ჩამოსვლიდან და ამ სკანდალური შეკითხვებიდან და პასუხებიდან, ეს არის „ნაციონალური მოძორაბა,“ ისიც არ მგონია, რომ დიდად გაიმარჯვოს რუსული პროპაგანდის თემის წამოწევაში,“- განაცხადა გია ვოლსკიმ.

ამავე თემაზე
დღის ამბები