09 დეკემბერი 2024,   02:36
ვრცლად
ევროპარლამენტის საბოლოო ანგარიში ბევრად უფრო მწვავე იქნება - ოპოზიცია მომხსენებლებთან შეხვედრებს მართავს

ევროპარლამენტის მიერ მომზადებულ დოკუმენტის გამკაცრებას  ოპოზიციის წარმომადგენლები ეხმაურებიან. 

ხელისუფლების ოპონენტების აზრით, მოხსენება გაცილებით უფრო მწვავე უნდა იყოს, ვიდრე ევროპარლამენტარმა, ანდრეს მამიკინსის ოფიციალური მოხსენების წინასწარ პროექტშია აღნიშნული.

ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, საქართველოში არაფორმალური მმართველობის პრობლემაა და ის საბოლოო დოკუმენტში აუცილებლად უნდა აისახოს.

ხელისუფლების ოპონენტები ევროპარლამენტარებთან შეხვედრებს მართავენ და ითხოვენ, რომ დოკუმენტი გაცილებით მწვავე იყოს.

„ჩვენი შეხვედრების ერთ-ერთი მთავრი თემა არის ეს ანგარიში იმიტომ, რომ სრულიად მიუღებელია ის პროექტი, რომელიც წარმოადგინა ბატონმა მამიკინსმა. ჩვენ ვხვდებით ყველა შესაბამისი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებს, მათ შორის თანამომხსენებლებს. ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი, ამ საბოლოო ანგარიშში აისახოს ის ვითარება, რაც ქვეყანაში გვაქვს შექმნილი. რაც შეეხება არაფორმალური მმართველობის პრობლემას, რამაც, ფაქტობრივად, საქართველოს სახელმწიფოს ჩამოშლას მისცა დასაბამი, ასევე ის ვითარება, რაც არის შექმნილი დამოუკიდებელ მასმედიასთან დაკავშირებით. ევროპარლამენტის საბოლოო ანგარიში ბევრად უფრო მწვავე იქნება, ვიდრე პროექტია,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა.

მოხვდება თუ არა ანგარიშის საბოლოო რედაქციაში ჩანაწერი ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის შესახებ, ევროპარლამენტში გადაწყვეტილება 7 სექტემბრამდე უნდა მიიღონ.

„დოკუმენტში აღწერილია ის ზოგადი სურათი, რომელიც გვაქვს და ამ სურათში ვერ გამოვტოვებთ იმ ფაქტს, რომელიც ქვეყანაშია, ანუ პირი, რომელიც სახელმწიფო სტრუქტურებს მართავს და უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებებს იღებს, რომელიც რეალურად პრემიერის ხელმძღვანელია,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ.

ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ მომზადებული მოხსენების ტექსტს ამკაცრებს. უკვე გადაწყვეტილია, რომ „რუსთავი 2"-ის საქმე ევროპარლამენტის მოხსენებაში აუცილებლად მოხვდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები