2024 წლის 26 დეკემბერს, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს ეწვია და ,,აზერბაიჯანის ავიახაზების” თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით გახსნილ სამძიმრის წიგნში, ჩანაწერი გააკეთა.
მინისტრმა ღრმა მწუხარება გამოთქვა მომხდართან დაკავშირებით და, ქართველი ხალხის სახელით, აზერბაიჯანის მთავრობასა და ხალხს თანადგომა გამოუცხადა.