08 დეკემბერი 2024,   23:28
ვრცლად
მეგან მარკლი წლის ყველაზე კარგად ჩაცმული ქალად დასახელდა

მეგან მარკლი წლის ყველაზე კარგად ჩაცმული ქალი გახდა. ყოველწლიური სია შეადგინა ჟურნალმა "ფიფლ" და მასში სამეფო ოჯახის წარმომადგენელი პირველად მოხვდა.

37 წლის მეგან მარკლის გვერდით საუკეთესო ჩაცმულ ქალბატონებად დასახელდნენ ქეით ბლანშეტი, სანდრა ბალოკი, ამალ კლუნი და კიმ კარდაშიანი.

ჟურნალის რედაქტორის განცხადებით, მათ შორის მეგან მარკლს პირველი ადგილი ჩაცმის განსაკუთრებული სტილის გამო მიაკუთვნეს. ჟურნალი "ფიფლ "გაყიდვაში ორ დღეში გამოვა.  

დღის ამბები