27 დეკემბერი 2024,   02:07
ვრცლად
წვიმა, შტორმი, თოვა და ქარბუქი - სინოპტიკოსები მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით მოქალაქეებს აფრთხილებენ

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 28 დეკემბრიდან 29 დეკემბრის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, მთაში და მაღალ მთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმი.

"მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში ზვავების ფორმირება გამოიწვიოს. საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ზვავსაშიშროების, ლიპყინულის და ხილვადობის გაუარესების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა (საფრთხის დონე საშუალო)" - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

დღის ამბები