The Insider-ის გამოძიებაზე დაყრდნობით, უკრაინული გამოცემა "უკრაინსკაია პრავდა" წერს, რომ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული რუსი ოლიგარქები აგრძელებენ დასავლეთში ვაჭრობას ექსპორტის სახით, რაც მათ დიდ მოგებას აძლევს, ისინი გვერდს უვლიან სანქციებს იმ ხვრელის მეშვეობით, რომელიც კომპანიებს საშუალებას აძლევს იმოქმედონ ევროკავშირის ბაზრებზე იმ პირობით, თუ კომპანიებში სანქცირებული პირების წილი 50%-ზე ნაკლებია.
The Insider-ი აღწერს, როგორ შოულობს რუსეთის ზოგიერთი ყველაზე ოდიოზური ოლიგარქი, მათ შორის, გენადი ტიმჩენკო, ალიშერ უსმანოვი და ოლეგ დერიპასკა, მილიარდებს ევროპასთან ვაჭრობის შედეგად.
"უკრაინსკაია პრავდა" წერს, რომ თუ ოლიგარქი სანქცირებულია, ეს შეზღუდვა ავტომატურად არ ვრცელდება მის აქტივებზე. საქმიანობა იზღუდება მაშინ, როდესაც ამა თუ იმ კომპანიაში სანქცირებული ინდივიდის ერთობლივი წილი 50%-ს აღწევს. ისევე, როგორც იმ შემთხვევაში, თუ რამდენიმე სანქცირებული თანამფლობელის საერთო წილი შეადგენს აქციების ნახევარს.