27 დეკემბერი 2024,   03:27
ვრცლად
ყაზახეთში მომხდარი ავიაკატასტროფის საქმეში ახალი ვერსია ჩნდება

ყაზახეთში მომხდარი ავიაკატასტროფის საქმეში ახალი ვერსია ჩნდება. სამხედრო ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა სამგზავრო თვითმფრინავს რუსეთის ტერიტორიიდან ესროლეს. ამის მიზეზად სპეციალისტები იმ დაზიანებებს ასახელებენ, რომლებიც ხომალდს გარედან ეტყობა.

არის ორი სხვა ვერსიაც - ფრინველების გუნდთან შეჯახება და ტექნიკური გაუმართაობა. აზერბაიჯანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ჯერ მიდის გამოძიება, ამიტომ ვერსიებზე საუბარი ნაადრევია.

ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გლოვაა გამოცხადებული. ავიაკატასტროფა აზერბაიჯანის ავიახაზების თვითმფრინავმა ყაზახეთში განიცადა, რის შედეგადაც დაიღუპა 38 ადამიანი, ხოლო გადარჩა 29.

დღის ამბები