26 დეკემბერი 2024,   20:51
ვრცლად
ზეწოლა "რუსთავი 2"-ზე და არაფორმალური მმართველობა - ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მომზადებულ ანგარიშზე ორი შესწორება დარეგისტრირდა

ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მომზადებულ ანგარიშზე ორი მთავარი შესწორება ოფიციალურად დარეგისტრირდა.

უკვე ცნობილია, რომ ევროპელმა დეპუტატებმა ორი მთავარი ცვლილება დაარეგისტრირეს,-ერთი ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობას, მეორე კი „რუსთავი 2"-ზე ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ ზეწოლას ეხება.

„ქართული ოცნება“ ადასტურებს, რომ ამ ცვლილებებს არ ეთანხმება. „ოცნების“ პოზიციას ლობირებს ევროპელის სოციალისტების ლიდერი, სერგეი სტანიშევი, რომელიც აღიარებს, რომ მწვავე ფორმულირებების დოკუმენტში მოხვედრას ეწინააღმდეგება.

ევროპარლამენტარს ბრიუსელიდან უპასუხეს დღეს ქართული ოპოზიციის წევრებმა. სერგეი სტანიშევს სალომე სამადაშვილმა და გიორგი კანდელაკმა ის პერიოდი გაახსენეს, როცა ის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა.

ევროპარლამენტის ანგარიშში შესული შესწორებები სექტემბრის ბოლომდე ანგარიშის პროექტში აისახება.

ევროპარლამენტი პირველად ამზადებს საქართველოზე ანგარიშს, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი, როგორ ასრულებს საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს.

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ დოკუმენტი ოქტომბრის ბოლომდე უნდა მიიღოს. 

დღის ამბები