08 დეკემბერი 2024,   07:42
ვრცლად
საპრეზიდენტო კანდიდატების რეგისტრაციის ვადა ამოიწურა

საპრეზიდენტო კანდიდატების რეგისტრაციის ვადა ამოიწურა. საინიციატივო ჯგუფების და პოლიტიკური პარტიების მიერ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კანდიდატის დარეგისტრირება საღამოს 6 საათზე შეწყდა.

ბოლო მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი 46-მა კანდიდატმა გამოთქვა. 

არჩევნებამდე 40 დღით ადრე ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციაში ხელმოწერების წარდგენა შეწყდება.

„კანონმდებლობის თანახმად, მომართვის შემდეგ იწყება ხელმოწერების შეგროვება. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ხელმოწერები წარმოდგენილი უნდა იყოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-40 დღისა, რაც არის 18 სექტემბერი. ხოლო ხელმოწერების შემოწმება სრულდება, კანონმდებლობით, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა და არაუგვიანეს 30-ე დღისა ხდება კანდიდატის რეგისტრაციაში გატარება,“ - განაცხადა ცესკო-ს სპიკერმა, ანა მიქელაძემ.

დღის ამბები