21 დეკემბერი 2024,   20:40
ვრცლად
დავით ბაქრაძე ბაღდათის რაიონის სოფელ ობჩაში მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო

„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი, დავით ბაქრაძე ბაღდათის რაიონის სოფელ ობჩაში მოსახლეობასთან ჩავიდა.

ადგილობრივები მძიმე ეკონომიკურ და სოციალურ ფონს უჩივიან და პრეზიდენტობის კანდიდატთან საუბარში ამბობენ, რომ მათი ერთადერთი შემოსავალი უცხოეთში სამუშაოდ წასული ოჯახის წევრების მიერ გამოგზავნილი თანხაა.

რომან დათუაშვილი ამბობს, რომ ოჯახის სიდუხჭირის გამო, მისი მეუღლე 10 წელია წასულია იტალიაში, სადაც მომვლელად მუშაობს.

„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ სოფელ ობჩას მოსახლეობას საკუთარი პროგრამის ის პრიორიტეტი გააცნო, რომელიც სწორედ საქართველოს მოქალაქეების უცხოეთში ლეგალურად დასაქმებას, სამედიცინო დაზღვევას და სხვა პრიორიტეტს გულისხმობს.

„პრეზიდენტის ამოცანაა და პრეზიდენტი ვალდებულია, მიხედოს თანამემამულეებს, რომლებიც დღეს არალეგალებად მუშაობენ უცხოეთში. ამიტომ, ჩემი საპრეზიდენტო პროგრამის ერთერთი დაპირებაა, მივაღწიოთ უცხოეთის შრომითი ბაზრის გახსნას, მივაღწიოთ ლეგალურ სტატუსს დღეს უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეებისთვის, რაც ნიშნავს მათთვის უფრო მაღალ ხელფასს, რაც ნიშნავს სამედიცინო დაცვას და დაზღვევას და რაც ნიშნავს დეპორტის საფრთხის მოხსნას,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დღის ამბები