კიმ ჩენ ინი დონალდ ტრამპს შეხვედრას სთავაზობს. თეთრი სახლის პრესსპიკერის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა შეერთებული შტატები პრეზიდენტს შესაბამისი თხოვნით წერილი მისწერა.
სარა სანდერსის თქმით, დონალდ ტრამპმა მორიგი სამიტისთვის მზადყოფნა უკვე გამოთქვა. თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, წერილში კიმ ჩენ ინმა ასევე კორეის ნახევარკუნძულის სრულ ბირთვული განიარაღებაზე მუშაობის გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა.
ვაშინგტონი შეხვედრის ჩატარების შესაძლებლობას განიხილავს.