04 მაისი 2024,   09:10
ვრცლად
ომის დაწყების გადმობრალება და რუსული პროპაგანდა ადასტურებს, რომ ზურაბიშვილის პრეზიდენტად არჩევა ქართული სახელმწიფო ინტერესისთვის დამაზიანებელია - ბაქრაძე

იმედი მაქვს, ქართული საზოგადოება არ დაუშვებს იმ ადამიანის პრეზიდენტად არჩევას, რომელიც იმეორებს რუსულ პროპაგანდას - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, სადაც მან საქართველო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.

დავით ბაქრაძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის ყველა განცხადება მეტყველებს იმაზე, რომ მისი პრეზიდენტად არჩევა სახელმწიფო ინტერესებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

"მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა, ადამიანების განდევნა და ეთნიკური წმენდა არის დადასტურებული დანაშაული, რომელიც ჩაიდინა რუსეთის ფედერაციამ საქართველოს ტერიტორიაზე, ამიტომ ამ დანაშაულის საქართველოსთვის გადმობრალება და რუსული პროპაგანდის ტექსტის პირდაპირ გამეორება, კიდევ ერთხელ ადასტურებს,რომ ქალბატონი ზურაბიშვილის პრეზიდენტად არჩევა შეიცავს საფრთხეს ქართული სახელმწიფო ინტერესისთვის და დიდი იმედი მაქვს, ქართული საზოგადოება არ დაუშვებს საქართველოს პრეზიდენტი იყოს ადამიანი, რომელიც არამხოლოდ ომის დაწყებას აბრალებს საქართველოს, არამედ პირდაპირ იმეორებს რუსულ პროპაგანდას,"-აცხადებს დავით ბაქრაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები