პანკჯგუფ Pussy Riot-ის აქტივისტი საავადმყოფოში გადაიყვანეს. პიოტრ ვერზილოვი რეანიმაციულ განყოფილებაში ქიმიური ნივთიერებით მოწამვლის სიმპტომებით მოათავსეს.
გავრცელებული ცნობით, ის შეუძლოდ ჯგუფის კიდევ ერთი აქტივისტის სასამართლო პროცესის შემდეგ გახდა. ვერზილოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, თუმცა ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაკეთებულა.
ოჯახის წევრები ვარაუდობენ, რომ პიოტრ ვერზილოვი შესაძლოა, განზრახ მოწამლეს.
Pussy Riot-ის აქტივისტს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ მატჩზე შეჭრის გამო, ივლისში 15 დღიანი პატიმრობაც ჰქონდა მისჯილი.