26 დეკემბერი 2024,   17:41
ვრცლად
„არსებობს დისკომფორტი გადაადგილების თვალსაზრისით"- კალაძე მოსახლეობას ბოდიშს უხდის და ამბობს, რომ "რუსთავი2" მერიის დისკრიმინაციას ცდილობს

თბილისის მთავრობის სხდომაზე დღეს მერმა მოსახლეობას დედაქალაქის ქუჩებში შექმნილი სატრანსპორტო პრობლემების გამო ბოდიში მოუხადა.

კახი კალაძის თქმით, მთელი თბილისის მაშტაბით მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რაც მოსახლოებას დისკომფორტს უქმნის. თუმცა კალაძე ამბობს, რომ სამუშაოების ძირითადი ნაწილი 15 სექტემბრისთვის დასრულებული იქნება.

„არსებობს დისკომფორტი გადაადგილების თვალსაზრისით, მაგრამ დამეთანხმებით, რომ ასეთი პროექტების განხორციელების დროს შეუძლებელია ამ ყველაფრის თავიდან აცილება. ამიტომ მინდა მოვუბოდიშო მოსახლეობას. 15 სექტემბერს დამთავრებული იქნება ძირითადი სამუშაოები.

ამ ყველაფრით დაინტერესებულია მხოლოდ ერთადერთი ტელევიზია „რუსთავი2“ , ნაციონალური მოძრაობის ტელევიზია, ცდილობს რომ მაქსიმალურად დისკრედიტაცია განახორციელოს დედაქალაქის მერიის მიმართულებით“-ამბობს კალაძე.

დღის ამბები