26 დეკემბერი 2024,   17:22
ვრცლად
"გუნდში იყო აზრთა სხვადასხვაობა" - კახა კალაძე პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატისთვის მხარდაჭერაზე საუბრობს

„ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატისთვის, სალომე ზურაბიშვილისთვის მხარდაჭერაზე პარტიის გენერალურმა მდივანმა დამატებითი განმარტება გააკეთა.

კახა კალაძის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით გუნდში აზრთა სხვადასხვაობა იყო, თუმცა პარტია საბოლოოდ შეთანხმდა, რომ მხარი დამოუკიდებელი კანდიდატისთვის უნდა დაეჭირა.

თბილისის მერის განცხადებით, პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატებს შორის „ქართულმა ოცნებამ“ არჩევანი სალომე ზურაბიშვილზე შეაჩერა.

„პარტია „ქართულმა ოცნებამ“ თავისი პოზიცია დააფიქსირა, როდესაც იყო პოლიტსაბჭო. ამასთან დაკავშირებით განცხადება იქნება ჩვენი მხრიდან გაკეთებული. ჩვენ მთელი ამ ხნის განმავლობაში ვუყურებდით და ვსაუბრობდით, რომ ველოდებით, მივიღოთ გადაწყვეტილება. გუნდში იყო აზრთა სხვადასხვაობა, იყო საუბარი, რომ პარტიას უნდა ჰყოლოდა თავისი კანდიდატი, თუმცა იყო ადამიანების კატეგორია, ვინც საუბრობდა, რომ უკეთესი იქნება პოლიტიკურად, პოლიტიკური პლურალიზმის თვალსაზრისით, რომ მხარი დავუჭიროთ დამოუკიდებელ კანდიდატს. ვინც იყო წარმოდგენილი დამოუკიდებელ კანდიდატებში, გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, მხარი დაეჭირა სალომე ზურაბიშვილისთვის,“- განაცხადა კახა კალაძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები