26 დეკემბერი 2024,   17:29
ვრცლად
რესტორანი „სორმონი“ ადასტურებს, რომ „რასიას“ ტელეწამყვანმა მათთან ივახშმა

თბილისში მდებარე რესტორანი სორმონი ადასტურებს, რომ რასიას ტელეწამყვანმა, ანდრეი მალახოვმა, გადამღებ ჯგუფთან ერთად, მათთან ივახშმა.

რესტორნის თანამშრომელი კურიერთან ამბობს, რომ, დაახლოებით, 4-5 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ქართველი მსახიობებიც იყვნენ. სორმონის წარმომადგენლის თქმით, სტუმრები პურის ცხობის მასტერკლასს დაესწრნენ.

"განსახვავებული პროგრამა არ ყოფილა. საღამოს ვახშამზე იყვნენ, დაახლოებით, 4-5 კაცი იყო. გიდი არა, როგორც ვიცი, რამდენიმე ქართველი მსახიობი და ტელეწამყვანი - ძველი, რუსეთში მოღვაწე. თქვენც რომ მობრძანდეთ, ნებისმიერ მასტერკლასს ჩაგიტარებთ უფასოდ. ჩვენთან ცხვება პური, შეგიძლიათ, ნახოთ, როგორ ცხვება პური,“ - განაცხადა რესტორნის თანამშრომელმა. 

რუსეთის სახელმწიფო არხ რასიას ტელეწამყვანი, ანდრეი მალახოვი, გადამღებ ჯგუფთან ერთად, საქართველოში იმყოფებოდა. მათ თბილისი წუხელ დატოვეს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესამსახურის განმარტებით, მალახოვი გადაცემას "შვებულება ანდრეი მოლოხოვთან ერთად" ამზადებს, რომელიც საქართველოს შესახებ იქნება მომზადებული. 

მალახოვის სასტუმროში განთავსებისა და კვების ხარჯებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციამ დააფინანსა. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები