26 დეკემბერი 2024,   17:31
ვრცლად
ენმ ზუგდიდის ყოფილი გუბერნატორის, მერისა და ვიცე-მერის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს

ნაციონალური მოძრაობა ზუგდიდის ყოფილი გუბერნატორის, მერისა და ვიცე-მერის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს.

ამის შესახებ განცხადება დღეს პარტიის ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. 

ანი წითლიძის განმარტებით, ყველა იმ გახმაურებულ ფაქტზე, რომელშიც ყოფილი მაღალჩინოსნები მონაწილეობენ, გამოძიებას მოითხოვენ.

„ვითხოვთ, შეისწავლონ, რას საქმიანობს 2300 ადამიანი ზუგდიდის მერიაში. გარდა ამისა, ჩვენ ვთვლით, რომ პასუხისმგებლობა თავის თავზე უნდა აიღოს ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ და ზუგდიდის საკრებულოს უმრავლესობამ, რომელსაც წარმოადგენს "ქართული ოცნება“ - განაცხადა ანი წითლიძემ.

ნაციონალური მოძრაობა ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომასაც ითხოვს.

ბრალდებებს უარყოფს ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე.

„ნებისმიერი საკითხი, რომელიც შემოდის საკრებულოში, ხდება მისი საფუძვლიანი განხილვა და დასაბუთებულ საწყისებზე გადაწყვეტილების მიღება. საკრებულომ ყველა პროცედურა გაიარა, კანონით გათვალისწინებული საკითხებით. აქედან გამომდინარე, მე პასუხისმგებლობას ვიღებ იმაზე, რომ ყველაფერი არის კანონიერი,“ - განაცხადა მამუკა წოწორიამ. 

დღის ამბები