სოფელ ჯიხაშკარში მოსახლეობამ გზის გადაკეტვა სცადა. აქციის მონაწილეები სამართალდამცველებმა იძულებით გადაიყვანეს გზიდან.
ზუგდიდის მოსახლეობის განცხადებით გზა გაუვალია, სოფელში ვერ მოდის სასწრაფო, ბავშვები სკოლაში ვერ მიდიან.
აქციის მონაწილეები გზის დროულ შეკეთებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მერიის ბლოკირებით იმუქრებიან.