26 დეკემბერი 2024,   17:20
ვრცლად
რუსეთი უნდა დათანხმდეს, რომ გახდეს უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის მშვიდობიანი მეზობელი - კურტ ვოლკერი

რუსეთი უნდა დათანხმდეს, რომ გახდეს უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის მშვიდობიანი მეზობელი - ეს განცხადება შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა გააკეთა.

კურტ ვოლკერი სიტყვით კიევში მიმდინარე ყოველწლიურ კონფერენციაზე სახელწოდებით -„იალტის ევროპული სტრატეგია“, გამოვიდა და დისკუსიაშიც მიიღო მონაწილეობა.

მისი თქმით, მეზობელი ქვეყნების ბედის გადაწყვეტა რუსეთის საქმე არ არის.

„ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებისთვის, თუმცა, მასში რუსეთიც უნდა მონაწილეობდეს. ჩვენ გვჭირდება, რუსეთმა აღიაროს, რომ მშვიდობიანად იცხოვრებს თავის მეზობლებთან, რომ პატივს სცემს მათ საზღვრებს და დაიცავს ჰელსინკის შეთანხმების პრინციპებს. თავად უკრაინამ უნდა გადაწყვიტოს თავისი მომავალი, რუსეთი კი უნდა დათანხმდეს, რომ გახდეს მშვიდობიანი მეზობელი უკრაინისთვის, საქართველოსა და მოლდოვისთვის,“ - განაცხადა კურტ ვოლკერმა.

დღის ამბები