ფილიპინებში სუპერ ტაიფუნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა. გარდაცვლილთა შორის ორი მაშველია, რომლებიც მეწყერში მოყოლილი ხალხის გადარჩენას ცდილობდნენ.
წლის ყველაზე ძლიერი ციკლონი ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონებს დაატყდა თავს. სტიქიის ზონაში დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და საკომუნიკაციო სისტემები, ტალღების სიმაღლე კი 6-ს მეტრს აჭარბებს.
სანაპიროსთან მიღწევის შემდეგ, სუპერ ტაიფუნი მეოთხე კატეგორიის ქარიშხალი გახდა, რომელიც ამ დროისთვის ჩინეთის მიმართულებით მოძრაობს.
შტორმი ხვალ ჰონგ-კონგს გადაუვლის, სადაც განგაშის მეორე დონეა გამოცხადებული.