24 აპრილი 2024,   23:08
ვრცლად
ზუგდიდს ყოფილი მერის სავარაუდო კორუფციული გარიება - ამ წუთებში ზაზა ხასაიას მეუღლე ზუგდიდში, სუს-ის შენობაში იკითხება

ზუგდიდის ყოფილი მერის სავარაუდო კორუფციული გარიგებები და  ფარული ჩანაწერები -  სამართალდამცველებმა ზურაბ კვირკვიას მეგობარი და დაცვის წევრი, ზაზა ხასაია დააკავეს. ამ წუთებში მისი მეუღლე ზუგდიდში, სუს-ის შენობაში იკითხება.

ის ამბობს, რომ მომხდარის შესახებ, ისევე როგორც მისი მეუღლის დაკავებასთან დაკავშირებით მან არაფერი იცის. ზაზა ხასაიას დაკავება თბილისში მოხდა.

ზუგდიდის მერმა პოსტი მას შემდეგ დატოვა რაც გაიგო, რომ მისი კორუფციული გარიგებების შესახებ ფარული ჩანაწერები ხელში "კურიერს" ჩაუვარდა. ჩანაწერიდან ნათელი ხდება, რომ გოგიამ ერთ-ერთი ბიზნესმენისგან, ზურაბ კვირკვიასგან საქმის გასაკეთებლად ქრთამი აიღო, თუმცა საქმე საბოლოოდ არ გაკეთდა. ამავე ჩანაწერიდან ირკვევა, რომ ფული სამეგრელოს გუბერნატორთან და ქალაქის ვიცე-მერთანაც მიდიოდა. 

 

დღის ამბები