26 დეკემბერი 2024,   17:32
ვრცლად
რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს უზენაესობას არ აღიარებს - მიტროპოლიტი ილარიონი

რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს უზენაესობას არ აღიარებს. განცხადება ამის შესახებ მიტროპოლიტმა ილარიონმა გააკეთა.

რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენელი ამბობს, რომ მსოფლიო პატრიარქის იურისდიქციას აღარ სცნობს და მას სხვა ეკლესიების საქმეებში ჩარევის უფლება არ აქვს.

მსოფლიო პატრიარქს კოორდინატორის როლს მართლმადიდებლური ეკლესიები ანიჭებენ, ხოლო თუ მისი ქმედებები კონკრეტული ეკლესიის პოზიციას ეწინააღმდეგება, ეკლესიას შეუძლია მას არ დაემორჩილოს.

7 სექტემბერს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების პროცესის ფარგლებში, მსოფლიო პატრიარქმა კიევში საკუთარი წარმომადგენლები დანიშნა.

საპასუხოდ, რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდმა კონსტანტინოპოლის პატრიარქთან ერთობლივი ღვთისმსახურება შეაჩერა და მსოფლიო პატრიარქს ლოცვებშიც აღარ მოიხსენიებს. 

დღის ამბები