26 დეკემბერი 2024,   17:25
ვრცლად
შალვა ნათელაშვილი ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ბინების მიყიდვას აპროტესტებს

„ლეიბორისტული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატი იპოდრომის ტერიტორიაზე ახალაშენებულ კორპუსებში ფართების უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გასხვისებას აპროტესტებს. შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მისი გამარჯვებისთანავე ეს მავნე ტრადიცია შეიცვლება.

„რამდენიმე წლის უკან ნარკობარონმა ბიძინა ივანიშვილმა წაართვა საქართველოს და თბილისს იპოდრომი. მსოფლიო სპორტის უნიკალური ცენტრი და დაიწყო იქ დიდი ბინათმშენებლობა სადაც 70% მენაშენეები არიან არაბული და ირანული სამყაროდან. ჩემი გაპრეზიდენტებისთანავე  ყოველგვარი მიგრაცია ირანულ-არაბული სამყაროდან  იქნება შეწყვეტილი და აქ ბინებს ააშენებენ საქართველოს მოქალაქეები,“-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

დღის ამბები