26 დეკემბერი 2024,   17:31
ვრცლად
ხარაგაულში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ხარაგაულში. საუბარია სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიიდან უკანონოდ მოპოვებულ 8 კუბურ მეტრამდე წიფელას სახეობის საშეშე მერქანზე.

სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა სატვირთო ავტომობილი ადგილზე დალუქეს. დგინდება გარემოზე მიყენებული ზიანი. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის რაიონულ სასამართლოს გადაეგზავნება. 

დღის ამბები