26 დეკემბერი 2024,   17:43
ვრცლად
”ნაციონალური მოძრაობის” სამეგრელოს რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი პროკურატურისგან გოგიას საქმის ობიექტურ გამოძიებას მოითხოვს

”ნაციონალური მოძრაობის” სამეგრელოს რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი პროკურატურისგან საქმის ობიექტურ გამოძიებას მოითხოვს. 

საუბარია ”რუსთავი 2”-ის მიერ გასაჯაროებულ სკანდალურ ფარულ ჩანაწერზე, რომელიც სამეგრელოს რეგიონის მაღალჩინოსნების კორუფციულ გარიგებაში მონაწილეობას ადასტურებს.

მურთაზ ზოდელავა აცხადებს, რომ აშკარაა ხელისუფლების მცდელობა ჩაფარცხოს რეგიონის მაღალჩინოსნების კორუფციული გარიგება, რის გამოც ”ნაციონალური მოძრაობა” ხვალ, პრევენციისთვის, გეგმავს საქმესთან დაკავშირებული ყველა დეტალი საქართველოში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საელჩოებს მიაწოდოს.

„როგორც ჩანს ხელისუფლებას ჰგონია, რომ ამ საქმეს ჩაფარცხავს ან შეკერვას ან რაიმენაირად მოახდენს მანიპულაციას. პირველ რიგში მინდა მოვუწოდო ყველა გამომძიებელს და პროკურორს, რომელიც ახლა ცდილობს ამ საქმის ჩაფარცხვას, ყველა თქვენთაგანი ვინც მიიღებთ ამაში მონაწილეობას დაისჯებით უმკაცრესად და ამაზე რეაგირება იქნება უმკაცრესი,“ - განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.

მურთაზ ზოდელავა ამბობს, რომ  საზოგადოება, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციები ამ საქმეს თვალყურს ადევნებს.

„არ გამოგივათ, ნუ გამოცდით საზოგადოების ნდობას, ნუ გამოცდით მოთმინებას ადამიანებისას, მიიღებთ ძალიან შედეგებს. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვადევნებთ თვალს იმ პროცესებს რაც ხდება და ნაცვლად იმისა, რომ დაეპატიმრებინათ ეს ამაზრზენი აუდიო ჩანაწერის მონაწილე, ამაზრზენი კორუფციული ფაქტი, ქართულმა ოცნებამ ფაქტიურად ნიღაბი მოიხსნა ამ დღეებში და ველოდებით დაპატიმრებას და დააპატიმრეს იმ ინდ მეწარმის დაცვის უფროსი. როგორც ამბობენ, ის არის ძალიან ახლო ადამიანი, მისი ნდობით აღჭურვილი პირი, რომელიც იყო ამ კორუმპირებული ჩინოვნიკების მსხვერპლი, ფაქტიურად, იმ აუდიო ჩანაწერში რაც არის აქ მოცემული,“ - განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.

დღის ამბები