21 დეკემბერი 2024,   20:59
ვრცლად
მარიხუანას კულტივაცია-ექსპორტი - საპატრიარქოს მწვავე პროტესტის შემდეგ "ქართული ოცნება" კონსულტაციებისთვის ემზადება

საპატრიარქოს მწვავე პროტესტის შემდეგ მარიხაუანას კულტივაცია-ექსპორტის საკითხზე “ქართული ოცნება” კონსულტაციებს იწყებს. დაგეგმილია მოლაპარაკებები საპატრიარქოსთან.

პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ გადაწყვეტილება ფართო კონსენსუსის საფუძველზე იქნება მიღებული. მთავარი მიზანი კი ამ საკითხის ირგვლივ საზოგადოების ინფორმირებაა.

მიიღებს თუ არა მღვდელმთავრებთან დაგეგმილ კონსულტაციებში მონაწილეობას ბიძინა ივანიშვილი უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ სწორედ მასთან შეთანხმებით მოხდა ინიციატივის მომზადება, რომელიც ქვეყანაში მარიხუანას წარმოებას გულისხმობს.

“ხვალიდან გაგრძელდება კონსულტაციები. როგორც გაირკვა საზოგადოება არ არის სათანადოდ ინფორმირებული თვითონ კანონპროექტის შინაარსის თაობაზე და გარდა ინფორმირებისა, მნიშვნელოვანია, რომ ასეთი გადაწყვეტილებები ფართო კონსენსუსის შედეგად იქნას მიღებული და ამისათვის ჩვენ გავმართავთ მომდევნო დღეების და კვირების განმავლობაში ფართო კონსულტაციებს.

პარტიის შიგნით რა თქმა უნდა ყველა საკითხზე იმართება მსჯელობა, დისკუსია და ესეც იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი და ამაზე რა თქმა უნდა პარტიის შიგნით მსჯელობა, მათ შორის რა თქმა უნდა პარტიის თავმჯდომარესთანაც,“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები