21 დეკემბერი 2024,   20:50
ვრცლად
ხმაური რუსთაველის გამზირზე - პოლიციამ "ძალა ერთობაშია"-ს წევრებს ანტისაოკუპაციო შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალის ჩვენების უფლება არ მისცა 

გვიან ღამით კი ხმაური იყო რუსთაველის გამზირზე, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. დაპირისპირება მოძრაობა "ძალა ერთობაშია"-ს წევრებსა და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც მოძრაობის წევრებმა პარლამენტის შენობასთან მონიტორის დამონტაჟება და იქ შეკრებილებისთვის ანტისაოკუპაციო შინაარსის ფოტო და ვიდეო მასალის ჩვენება სცადეს. პოლიციელებმა მათ ამის უფლება არ მისცეს.
„ვაპირებდით გამოსვლას სიტყვით და სწორედ ამ დროს, როდესაც ჩვენ ვისაუბრებდით შიდა ქართლში რუსული ოკუპაციის შესახებ, ფონად უნდა გვქონოდა ყოველივე ის, რაც წინასწარ გვქონდა მომზადებული. ძალიან უწყინარი მასალის წარმოდგენის საშუალება არ მოგვცეს,“-განაცხადა ლაშა ბერულავამ.

შვილმოკლული მამები რუსთაველის გამზირიდან აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად დღეს  51-ე სკოლამდე მსვლელობას მოაწყობენ. ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის მოთხოვნები არ შეცვლილა - დაისაჯონ დამნაშავეები. გარდა ამისა ისინი მიიჩნევენ, რომ არსებული ხელისუფლების პირობებში საქმეების ობიექტური გამოძიება არ მოხდება, სწორედ ამიტომ „ქართული ოცნების“ მთავრობა უნდა გადადგეს.

საპროტესტო აქციას რუსთაველის გამზირზე გვიან ღამით შეუერთდა რეჟისორი გიორგი შენგელაია. მან ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილს სოლიდარობა გამოუცხადა. შენგელაიამ მონაწილეებს სიტყვით მიმართა, რა დროსაც დანაშაულებების ობიექტურად გამოძიების აუცილებლობაზე ისაუბრა. რეჟისორმა მოსახლეობას აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა.

დღის ამბები