21 დეკემბერი 2024,   20:55
ვრცლად
პრობლემები ტელეკომპანია "იბერიაში" და ზეწოლა არხის დამფუძნებლებზე - ჟურნალისტები სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდებიან

პრობლემები ტელეკომპანია "იბერიაში" და არხის დამფუძნებლებზე განხორციელებული ზეწოლა - არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას არხის თანამშრომლები დღეს, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს მიაწვდიან. 

ჟურნალისტები სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისთვის, მათ ხელთ არსებულ აუდიოჩანაწერების ჩვენებასაც გეგმავენ, რაც რამდენიმე დღის წინ გავრცელდა.

ჟურნალისტები გამოძიებას ითხოვენ და არასამთავრობო ორგანიზაციებს თავისუფალი მედიის დაცვისკენ მოუწოდებენ.

„ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას ტელეკომპანია „იბერიას“ გადარჩენის მიზნით. დღეს ტელეკომპანიაში მოვლენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. არხზე მომუშავე ჟურნალისტები შევხდებით და მივაწვდით დაწვრილებით ინფორმაციას. ხელისუფლებისგან ისევ გრძელდება შტურმი და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ტელეკომპანია გადავარჩინოთ,“-განაცხადა ვახტანგ ხუზმიაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები