21 დეკემბერი 2024,   21:01
ვრცლად
"თუ არ გადავადდება ამ ადამიანების სამსახურიდან გაშვება მივმართავთ სასამართლოს"- საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები პროფკავშირებს შეხვდებიან

საზოგადოებრივი მაუწყებლის ის თანამშრომლები, რომლებსაც გათავისუფლება ემუქრებათ დღეს პროფკავშირებსა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს ხვდებიან, რომლებიც ამ პროცესში მედიატორის როლს ასრულებენ.

მოლაპარაკებებში სამეურვეო საბჭოც ჩაერთვება. იმ შემთხვევაში თუ შრომითი დოკუმენტის შექმნის შემდეგ თანამშრომელთა გათავისუფლება არ გადავადდება, არხის წარმომადგენლები სამართლებრივი დავის დაწყებას გეგმავენ.

„გვაქვს უკვე შეხვედრა მედიატორთან  თანამშრომლებს, რომლებსაც ემუქრებათ სამსახურიდან  გათავისუფლება. მან უნდა გადმოგვცეს საბოლოო ვერდიქტი ანუ რითი დასრულდება  ჩვენი მოლაპარაკება მენეჯმენტთან. თუ არ იქნება დამაკმაყოფილებელი  პასუხი ჩვენთვის ანუ არ გადავადდება ამ ადამიანების სამსახურიდან გაშვება, შრომითი პოლიტიკის დოკუმენტის შექმნის შემდეგ მაშინ ჩვენ იძულებულები ვიქნებით, რომ მივმართოთ სასამართლოს,“-განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფკავშირის თავმჯდომარემ ნინო ზაუტაშვილმა

დღის ამბები