21 დეკემბერი 2024,   20:42
ვრცლად
"საბჭოს წევრების მხარდაჭერის მოპოვება არის საკმაოდ რთული" - იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეთა შერჩევის წესში ცვლილებებზე მსჯელობას განაგრძობს

იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეთა შერჩევის წესში ცვლილებებზე მსჯელობას აგრძელებს. არამოსამართლე წევრები პროცესის გამჭვირვალობას და ამ მიზნით "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" რეკომენდაციების გათვალისწინებას ითხოვენ.

ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ საბჭოს ის წარმომადგენლები, რომლებიც „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებულები არიან, მათ ინიციატივებს არ იზიარებენ, რაც შესაძლოა სამომავლოდ პროცესის უშედეგოდ დასრულების საფუძველი გახდეს.

„ეს არის რეალობა, რომ რაც არ უნდა მნიშვნელოვანი პროექტი გქონდეს წარმოდგენილი მაინც საბჭოს წევრების მხარდაჭერის მოპოვება არის საკმაოდ რთული. თუმცა ამავდროულად შესაძლებელია, რომ  მასზე ნაკლებმნიშვნელოვანი ან განსხვავებული თემები პოულობდეს მხარდაჭერას,“-განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი კი აცხადებს, რომ მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევის წესში ცვლილების შეტანის შესახებ პროექტის განხილვისას გათვალისწინებული იქნება საიას მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციების დიდი ნაწილი.

დღის ამბები