21 დეკემბერი 2024,   20:56
ვრცლად
"სალომე, შენ ხარ სამარცხვინო!"- სალომე ზურაბიშვილს შტაბის გახსნა საპროტესტო აქციის ფონზე მოუწია 

მოღალატე! სამარცხვინო !- სალომე ზურაბიშვილს საკუთარი საარჩევნო შტაბის გახსნა აქციისა და შეძახილების ფონზე მოუწია.

საპრეზიდენტო კანდიდატს, რომელიც დღეს საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციას მართავს, საპროტესტო აქციის მონაწილეები დახვდნენ. შეკრებილები დამოუკიდებელი კანდიდატის მიერ ომთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს აპროტესტებენ. ისინი სალომე ზურაბიშვილს სასტვენებით დახვდნენ.

საპრეზიდენტო კანდიდატმა საარჩევნო პროგრამაც წარადგინა. ის ასევე გამოეხმაურა მის განცხადებებთან დაკავშირებით ცალკეული პოლიტიკოსების და მათ შორის მიხეილ სააკაშვილის შეფასებებს. საპრეზიდენტო კანდიდატის განცხადებით, ოპონენტები მის განცხადებებს არასწორ ინტერპრეტაციას აძლევენ. 

დღის ამბები