21 დეკემბერი 2024,   21:04
ვრცლად
"აღმოვჩნდი პროვოკაციების მსხვერპლი, დავამტკიცებ ჩემს უდანაშაულობას..." - ზუგდიდის ყოფილი მერის პირველი განცხადება სკანდალური აუდიოჩანაწერების შემდეგ 

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ვარ უდანაშაულო და გავრცელებული ჩანაწერი არის მიზანმიმართული პროვოკაცია ჩემს წინააღმდეგ,“ - ეს განცხადება ზუგდიდის ყოფილმა მერმა, ლაშა გოგიამ რამდენიმე წუთის წინ ბრიფინგზე გააკეთა.

ლაშა გოგიამ იმ სკანდალურ ჩანაწერებზე ისაუბრა, რომელიც ზუგდიდის მერიაში სავარაუდო კორუფციულ გარიგებებს ასახავს, სადაც ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი კი სწორედ არჩეული მერია.

მაშ შემდეგ, რაც აღნიშნული აუდიოჩანაწერები სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-მა გაავრცელა, ზუგდიდის მერმა თანამდებობა დატოვა.

გოგია გადადგომის მიზეზებს განმარტავს და ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რათა გამოძიებისთვის, რომელსაც სუს-ი აწარმოებს, რაიმე სახის გავლენა არ მოეხდინა.

„ამ გადაწყვეტილების მიღება და ამომრჩევლის დიდი ნდობის ვადაზე ადრე შეწყვეტა ჩემთვის ადვილი არ იყო, თუმცა, საჭირო იყო ჩემი პრინციპებისა და სიმართლის დამტკიცებისთვის. როგორც იცით, ამ პროვოკაციის გაჟღერების დროს ჩეხეთში სამსახურებრივ მივლინებაში ვიმყოფებოდი, სუს-ში კი დღეს, ორშაბათს ვიყავი დაბარებული, თუმცა, ჩამოსვლისთანავე ჩემივე მოთხოვნით მივედი სუს-ში. ამ საქმესთან რაიმე სახის მცირე კავშირიც მქონდეს და თავს დამნაშავედ ვგრძნობდე, შემეძლო დავრჩენილიყავი უცხოეთში, თუმცა, პირიქით ჩემივე ინტერესებიდან გამომდინარე, მზად ვარ საგამომძიებლო ინსტიტუტებთან აქტიურად ვითანამშრომლო,“ - განაცხადა გოგიამ.

ზუგდიდის უკვე ყოფილი მერის თქმით, ის „ქართული ოცნების“ გუნდში ზუგდიდის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარედ რჩება.

ლაშა გოგია ამტკიცებს, რომ ის არა დამნაშავე, არამედ პროვოკაციების მსხვერპლია.

დღის ამბები