21 დეკემბერი 2024,   20:41
ვრცლად
აგვისტოს ომი და ზურაბიშვილის მორიგი განმარტება - ნათელაშვილი მმართველი გუნდის მხარდაჭერილ კანდიდატს აკრიტიკებს

„საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატი, შალვა ნათელაშვილი დამოკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო მწვავედ აკრიტიკებს.

შალვა ნათელაშვილი ზურაბიშვილის დღეს გაკეთებულ იმ განცხადებასაც ეხმაურება, როდესაც „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა კანდიდატმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ 2008 წელს ომის წამომწყები რუსეთი იყო თუმცა საქართველო პროვოკაციას წამოეგო.

შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ 2008 წლის ომთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის განცხადებები პოლიტიკური გადაცდომაა და მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები გამოსწორებას არ ექვემდებარება.

ნათელაშვილი მმართველ გუნდსაც სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის გამო აკრიტიკებს.

„პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელიც აცხადებს, რომ ჩვენ დავესხით თავს პატარა ერებს, ჩვენს ტერიტორიებზე მცხოვრებს, უნდა აცნობიერებდეს, რომ თუ დიდი ერი თავს ესხმის პატარა ერს, ამ პატარას მერე ექმნება საერთაშორისო სამართლებრივად თვითგამორკვევის უფლება,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

შალვა ნათელაშვილი "ქართულ ოცნებას" კანაფის წარმოება-ექსპორტის ინიციატივის გამოც აკრიტიკებს.

„მმართველი გუნდის მხარდაჭერილი იყო გერინგი, მიულერი, შულცი, სხვა ფაშისტი დამნაშავეები და ისინი ყველა ჩამოახრჩეს. ზუსტად მმართველ ძალაშია ბოროტება ისტორიულად და განსაკუთრებით, ამ კანაფის და მარიხუანის გამავრცელებელ მმართველ ძალებშია ბოროტება ჩადებული,“ - განაცხადა ნათელაშვილმა.

დღის ამბები