21 დეკემბერი 2024,   20:57
ვრცლად
ომბუდსმენი მარიხუანას კულტივაციის კანონპროექტთან დაკავშირებულ განხილვებში მონაწილეობას მიიღებს

კანაფის კულტივაცია-ექსპორტის შესახებ კონსულტაციებში სახალხო დამცველი ჩაერთვება. ნინო ლომჯარიას განცხადებით, ამ ეტაპზე მისთვის უცნობია განხილვების რა ფორმატი იქნება, თუმცა, ომბუდსმენი დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებს.

„ჩავერთვებით ყველა პროცესში, რაც შეიძლება იყოს შემხებლობაში ადამიანის უფლებებთან. ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით სახალხო დამცველი ისედაც აქტიურობს, აქვს თავისი პოზიციები და თუ კი ცვლილებები შეეხება ან ადამიანის უფლებებს ან ადამიანის ჯანმრთელობის უფლებას, თავისუფალი განვითარების უფლებას ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვიმუშავებთ. თუმცა არ მაქვს ზუსტი ინფორმაცია რა ფორმატი იქნება და რა საკითხები იქნება განხილული,“- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მარიხუანას შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით მმართველი გუნდი კონსულტაციებს იწყებს. საუბარია კანონპროექტის იმ ნაწილზე, რომელიც მარიხუანას კულტივაცია-ექსპორტს გულისხმობს. რაც შეეხება მარიხუანას მოხმარების რეგულაციებს, ამ ნაწილს პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე განიხილავს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები