21 დეკემბერი 2024,   20:42
ვრცლად
"თქვენ ხართ ტელევიზია, რომლის სარედაქციო პოლიტიკა დაფუძნებულია სიცრუეზე, სიბოროტეზე, ღვარძლზე, შუღლზე" - კალაძის მორიგი თავდასხმა "რუსთავი2"-ზე

თბილისის მერი, კახა კალაძე აგვისტოს ომთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის იმ განცხადებას ეხმაურება, რომელიც საპრეზიდენტო კანდიდატმა საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე გააკეთა. დღეს ზურაბიშვილმა თქვა, რომ აგრესორი რუსეთია და რომ ომიც სწორედ მან დაიწყო. საპრეზიდენტო კანდიდატმა ოპონენტები მწვავედ გააკრიტიკა. 

კახა კალაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილს ეს განმარტება არასწორი ინტერპრეტაციების გამო მოუწია.

„ძალიან ხშირად კონტექსტიდან ამოგლეჯილი თემები გაქვთ, რაც არასწორია და ეს თქვენს ტელევიზიას სჩვევია. თქვენ ხართ ტელევიზია, რომლის სარედაქციო პოლიტიკა დაფუძნებულია სიცრუეზე, სიბოროტეზე, ღვარძლზე, შუღლზე და ა.შ.“ - განაცხადა კალაძემ.

სალომე ზურაბიშვილმა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომთან დაკავშირებით რიტორიკა რადიკალურად შეცვალა. დღეს სალომე ზურაბიშვილმა მისი საარჩევნო შტაბის პრეზენტაცია თავის მართლების რეჟიმში დაიწყო და საარჩევნო პროგრამის ნაცვლად, მისი გამოსვლა სწორედ 2008 წელს რუსეთის მიერ განხორციელებულ სამხედრო აგრესიას დაუთმო.

მხარდამჭერებს ზურაბიშვილმა წინასწარ მომზადებული ტექსტით მიმართა და საჯაროდ განაცხადა, რომ 2008 წელს ომი რუსეთმა დაიწყო და არა პირიქით, როგორც ის ამას აქამდე ამტკიცებდა. 

დღის ამბები